პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გადაწყვეტილებების მიღების დროს საპატრიარქოს მოსაზრების მოსმენა აბსოლუტურად ლოგიკური, გონივრული და მართებული მიდგომაა - მიხეილ სარჯველაძე

საპატრიარქო

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღებისას საპატრიარქოს მოსაზრების მოსმენა აბსოლუტურად ლოგიკური და მართებული მიდგომაა, ხელისუფლება კი ამას ურყევად მისდევს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოში სუროგაციის შესაძლო აკრძალვისა და საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ჩართულობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საკითხის განხილვისას დისკუსიაში სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ცდილობს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, საპატრიარქოს პოზიცია გაითვალისწინოს და მათ მოსაზრებებს ანგარიში გაუწიოს.

"ამაში არათუ ცუდი არ არის არაფერი, არამედ ლოგიკურია, რომ საქართველოში ეკლესიის როლის გათვალისწინება უნდა მოხდეს. მათი პოზიციისა და შეხედულებების მხედველობაში მიღება, დისკუსიაში მათი მოსმენა, გაანალიზება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია.

გადაწყვეტილების მიღების დროს საპატრიარქოს მოსაზრების მოსმენა აბსოლუტურად ლოგიკური, გონივრული და მართებული მიდგომაა, ხელისუფლება ამას ყოველთვის ურყევად მისდევს. ამ მიდგომას იყენებს ყველა თავის გადაწყვეტილებაში და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკლებლივ ყველა საკითხში ემთხვეოდეს შეხედულებები, მაგრამ ვცდილობთ, პატივისცემით ვიყოთ განწყობილი საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ. ვცდილობთ, ანგარიში გავუწიოთ მათ - ასეც ვიქცევით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები