პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ქალების უცხოეთიდან მოწვევის დინამიკა მზარდია. ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უც

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კომერციულ სუროგაციას ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის უზარმაზარი რისკი ახლავს, რადგან უცხოეთში გაყვანილი ბავშვების შემდგომი ბედის გაკონტროლება შეუძლებელია.

„ქალების უცხოეთიდან მოწვევის დინამიკა მზარდია. ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უც
შენი ექიმი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ რისკების შესახებ საუბრობს, რომელიც შესაძლოა სუროგაციას ახლდეს თან.

როგორც მინისტრი გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრის დროს აღნიშნავს, ქვეყანაში სუროგაციას, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოელები მიმართავენ, ხოლო მათი ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი რთულია, რაც შესაძლო ტრეფიკინგის რისკებს ზრდის.

“როდესაც ბავშვი იბადება, მასზე უფლებამოსილების მქონე “მშობელი” შესაძლოა ბიოლოგიურ კავშირში საერთოდ არ იყოს ამ ბავშვთან. ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, როდესაც უცხოელზე გვაქვს საუბარი, ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები არსებობს. ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უცნობია. შეუძლებელია, კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს [სახელმწიფოს], რომ თვალს ადევნებდეს, როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპი. არადა, რისკები უზარმაზარია.

როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, ქალების ტრეფიკინგის უზარმაზარი რისკი არსებობს. ქალების უცხოეთიდან მოწვევის დინამიკა მზარდია. ისინი მსახურობენ, როგორც სუროგატი დედები. დღეს ქალების უმრავლესობა უცხოეთიდანაა ჩამოსული და მათი მეშვეობით ხორციელდება ბავშვის სუროგაციით გაჩენა. როდესაც ათასებზე მიდის საუბარი, როგორ შეიძლება, ინდივიდუალურ დონეზე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე გვქონდეს გარანტია, რომ არავითარი ტრეფიკინგი, არავითარი იძულება არ არის სახეზე? არსებობს ალტრუისტული და არაალტრუისტული – კომერციული სუროგაცია. ალტრუისტულის ნიღაბქვეშ შეიძლება იპარებოდეს კომერცია, ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა, ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
  2. რუსთავი 2სამთავრობობავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უცნობია - არსებობს ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები - მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოალტრუისტული სუროგაციის ნიღაბქვეშ, შეიძლება, კომერცია მაინც იპარებოდეს - თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე
  4. შენი ექიმინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძე: „სუროგაციის მთლიანად აკრძალვით, მიზერულზე ნაკლებია შანსი, რომ იატაკქვეშა მანიპულაციები ჩატა
  5. შენი ექიმინეიტრალურიმშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის
მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები