პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უცნობია - არსებობს ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები - მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უცხოელების მიერ სუროგაციით გაჩენილი ბავშვების უცხოეთში გაყვანის შემდეგ მათი ბედი უცნობია და ტრეფიკინგის უზარმაზარი რისკები არსებობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ რისკების შესახებ საუბრობს, რომელიც შესაძლოა სუროგაციას ახლდეს თან.

როგორც მინისტრი გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნავს, ქვეყანაში სუროგაციას, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოელები მიმართავენ, ხოლო მათი ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი რთულია, რაც შესაძლო ტრეფიკინგის რისკებს ზრდის.

"როდესაც ბავშვი იბადება, მასზე უფლებამოსილების მქონე "მშობელი" შესაძლოა ბიოლოგიურ კავშირში საერთოდ არ იყოს ამ ბავშვთან. ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, როდესაც უცხოელზე გვაქვს საუბარი, ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები არსებობს. ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უცნობია. შეუძლებელია, კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს [სახელმწიფოს], რომ თვალს ადევნებდეს, როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპი. არადა, რისკები უზარმაზარია.

როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, ქალების ტრეფიკინგის უზარმაზარი რისკი არსებობს. ქალების უცხოეთიდან მოწვევის დინამიკა მზარდია. ისინი მსახურობენ, როგორც სუროგატი დედები. დღეს ქალების უმრავლესობა უცხოეთიდანაა ჩამოსული და მათი მეშვეობით ხორციელდება ბავშვის სუროგაციით გაჩენა. როდესაც ათასებზე მიდის საუბარი, როგორ შეიძლება, ინდივიდუალურ დონეზე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე გვქონდეს გარანტია, რომ არავითარი ტრეფიკინგი, არავითარი იძულება არ არის სახეზე? არსებობს ალტრუისტული და არაალტრუისტული - კომერციული სუროგაცია. ალტრუისტულის ნიღაბქვეშ შეიძლება იპარებოდეს კომერცია, ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა, ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
  2. რუსთავი 2სამთავრობოალტრუისტული სუროგაციის ნიღაბქვეშ, შეიძლება, კომერცია მაინც იპარებოდეს - თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ ხელი მოითბონ და რაღაცნაირად შეეცადონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, მწვავე პრობლემად თუ არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ. არსებობს ძალიან მწვავე რისკები, ეს რისკები უკავშირდება ძალიან ბევრ უბანს. მარტივად ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დღეს უარს ამბობს საერთო სუროგაციაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები