პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შეეხება თუ არა სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონი უკვე დაწყებულ პროცესებს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

საქართველოს პარლამენტი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება.

შეეხება თუ არა სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონი უკვე დაწყებულ პროცესებს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
რუსთავი 2

როდის ამოქმედდება კანონი სუროგაციის აკრძალვის შესახებ და შეეხება თუ არა ის საწყის ეტაპზევე ყველა იმ პირს, რომელსაც ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვს? - საკითხზე გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განიხილება შეზღუდვების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხი.

"უახლოესს დღეებში, დღის სინათლეს იხილავს ის პროექტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. პარლამენტი მუშაობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენც, ბუნებრივია, გარკვეულ კონსულტაციებზე ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავრცელდება ეს ახალი კანონმდებლობა უკვე დაწყებულ პროცესებზე - გარკვეული ანგარიშის გაწევა პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი.

ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს ანგარიშის გაწევა, მხედველობაში მიღება და გარკვეული გარდამავალი პერიოდის გათვალისწინება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, სუროგაციის თაობაზე ხელშეკრულების დადება იქნება შესაძლებელი კანონის ამოქმედების შემდეგ. ალბათ, გარკვეულ ნაწილს შეზღუდავს იმთავითვე... საბოლოო ჯამში, სუროგაცია ამოწურავს საკუთარ თავს ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ საკანონმდებლო პროცესში გასათვალისწინებელი საკითხია, მაგრამ შემოთავაზებული, ვფიქრობ, რომ სწორედ ამგვარად იქნება. იქნება გარკვეული შეზღუდვები ამოქმედებისთანავე, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მოგვიანებით იქნება ამოქმედებული", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები