პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წელს საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი 3000-ს გადააჭარბებს და წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია, რაც სერიოზულ რისკებს უკავშირდება.

საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძე
რუსთავი 2

საქართველოში სუროგაციის შესაძლო აკრძალვისა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სუროგაცია ყველა ქვეყანაში დაშვებული არ არის, უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდებოდა, შესაბამისად, ამ პროცესს თან ახლდა რისკები, რომლის კონტროლიც სახელმწიფოსთვის რთულია.

"საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. იმდენად დერეგულირებული იყო და იმდენი პრობლემა არსებობდა [ამ მიმართულებით], რომ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ბევრი თვალსაზრისით.

ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოელების მიერ სუროგაციით ბავშვის შექმნა. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიიაფის გამო ხდებოდა, უბრალოდ, ეს არ არის ყველგან ხელმისაწვდომი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები