პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული – საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში წელს სუროგაციით დაბადებულთა რიცხვი 3000-ს გადააჭარბებს და მათი უმრავლესობა უცხოელებს ეკუთვნით. მისი თქმით, სფეროს დერეგულაცია ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის.

„წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული – საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხ
შენი ექიმი

საქართველოში სუროგაციის შესაძლო აკრძალვისა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა “ღამის კურიერში” ისაუბრა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სუროგაცია ყველა ქვეყანაში დაშვებული არ არის, უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდებოდა, შესაბამისად, ამ პროცესს თან ახლდა რისკები, რომლის კონტროლიც სახელმწიფოსთვის რთულია.

“საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. იმდენად დერეგულირებული იყო და იმდენი პრობლემა არსებობდა [ამ მიმართულებით], რომ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ბევრი თვალსაზრისით.

ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოელების მიერ სუროგაციით ბავშვის შექმნა. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიიაფის გამო ხდებოდა, უბრალოდ, ეს არ არის ყველგან ხელმისაწვდომი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძე
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები