ჩხუბი რესტორანში - ვატო ყიფიანის და "კაწროს" პროცესი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერი ქურდის ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე დღეს რესტორნაში მომხდარი იმ ჩხუბის საქმის განხილვას იწყებს, რის გამოც ყიფიანი კაწროსთან ერთად დააკავეს და გლდანის ციხეში შესასახლეს. აღსანიშნავია, რომ ყიფიანსა და ბილანიშვილს ასევე სხვა პირებს პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება აქვთ წარდგენილი.
2026 წლის 14 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ვატო ყიფიანი (ვახტანგ ჟვანია), ავთანდილ ბილანიშვილი („კაწრო“) და შოთა ყიფიანი დააკავეს და სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
40 წლის დავით ფეიქრიშვილი საკანში 2026 წლის 16–20 ოქტომბრის პერიოდში ცემეს, რის შემდეგაც ფეიქრიშვილი „ვივამედში“ დაზიანებებით გადაიყვანეს.
ნაცემი ფეიქრიშვილის დედა ამტკიცებს, რომ ჩხუბი რესტორანში წინაწარ დადგმული იყო, რომ ყიფიანი მის შვილზე ანგარიშსორებისთვის ციხეში შეეშვათ.
"პირველებმა" დაკავებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე ჩაწერა.
თუ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, პოზიცია არის ესეთი, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. რაც შეეხება ფეიქრიშვილის ბრალთან მიმართებაში კი მას დამატებითი ბრალი წარდგენილი აქვს და აღკვეთი ღონისძიება იმ საქმეზე. ამ საქმესთან დაკავშირებითაც სარგებლობს ამ ეტაპზე დუმილის უფლებით.
ვერსიებს, რომ თითქოს ყველაფერი იყო დაგეგმილი, ცალსახად გიდასტურებთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ფაქტის დასტური არის თუმდაც ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დღემდე ვერ მოვახერხეთ ჩვენ დაზარელბულთან შერიგება და მისი პოზიცია, რომ მის მიმართ რამე პრეტენზიები არ გააჩნიათ ბიჭებთან მიმართებაში არ გვაქვს და ვერც წარმოვადგინეთ", - თქვა ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძე.
ჩემი ინფორმაციით ვიცი, რომ უნდა მოვიდნენ სასამართლოში , თუმცა მათი უფლება უნდა მოვლენ უნდა არ მოვლენ, თუ მოვლენ ვნახოთ რას იტყვიან.
წინა სასამართლო სხდომა არის, სადაც რიგი საკითხები უნდა დადგინდეს სასამართლოში რამდენად კანონიერი იყო ბრალდების მხრიდან შეკრებილი მტკიცებულებები და დაცვის მხარის პოზიციას მოისმენს სასამართლო. - ამბობს "კაწროს" უფლებადამცველი თამარ აბესაძე.
ანგარიშსორება დავით ფეიქრიშვილზე საკანში:
ცნობისთვის, პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა: ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
ბრალდება იგივე საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას ედავება.
განახლება: სხდომა დაიაყო: მას სამივე ბრალდებული ესწრება. ბრალდებულების განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი იხილავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…