პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიტვ პირველიქართული ოცნება

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ვახტანგ ჟვანიას (ვატო ყიფიანს), ავთანდილ ბილანიშვილსა („კაწრო“) და შოთა ყიფიანს; მათ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინეს
რადიო თავისუფლება

ორივე მათგანს, - შოთა ყიფიანთან ერთად, - თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

რადიო თავისუფლების უცნობია, არის თუ არა შოთა ყიფიანი ვატო ყიფიანის ნათესავი.

რატომ დააკავეს ისინი - გამოძიების ვერსია

პროკურატურა ციტირებს შსს-ს გამოძიებას და წერს, რომ:

2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს;

დაზარალებულმა, - რომლის ვინაობასაც პროკურატურა, როგორც სხვა შემთხვევების უმეტესობაში, არ წერს, - ფიზიკური ტკივილი განიცადა;

მათ ბრალი უკვე წარუდგინეს („ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად“) - და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურა წერს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს „კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს“.

ვინ არის ვატო ყიფიანი

47 წლის ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მედია წლების განმავლობაში უკავშირeბდა კრიმინალურ სამყაროს.

წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ყიფიანი ბოლოს საქართველოში დააკავეს 2021 წელს, - უკრაინიდან გამოძევების შემდეგ, თბილისის აეროპორტში.

ვატო ყიფიანი

პროკურატურა მას ედავებოდა ასევე „კრიმინალურ ავტორიტად“ ცნობილი ძმები ფეიქრიშვილის მკვლელობის მცდელობას 2020 წელს უკრაინიდან, - რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა.

40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა საქმეზე;

23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს.

ვინ არის „კაწრო“?

ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ასევე ხშირად მოხვედრია მედიის ყურადღების ეპიცენტრში.

ის არის „კრიმინალურ ავტორიტეტად“ ცნობილი 75 წლის კაკო ბილანიშვილის ვაჟი.

2022 წელს ბერძნულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უფროსი ბილანიშვილი საბერძნეთში დააკავეს, თუმცა ეს ცნობა ოჯახმა რადიო თავისუფლებასთან უარყო.

ავთო ბილანიშვილი საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა.

ავთო ბილანიშვილი („კაწრო“)

ის მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოჰკითხეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე (საბოლოოდ შსს-მ თქვა, რომ ბილანიშვილი კადრებში არ ფიგურირებდა).

ბერა ივანიშვილი და ავთო ბილანიშვილი

მედიის, - „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“, - ცნობით, იგი მეგობრობს (ყოველ შემთხვევაში, წლების განმავლობაში მეგობრობდა) „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან.

სოციალურ ქსელებში მათი არაერთი საერთო ფოტო იძებნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 7ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურივატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს ბრალი წაუყენეს, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს
  2. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურამ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ბრალი წარუდგინა
  3. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რის გამო დააკავეს ვატო ყიფიანი და "კაწრო"
  4. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
  5. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
  6. TV პირველიოპოზიციური"პირველების" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და "კაწრო" ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო დღეს გაიმართება
  7. TV პირველიოპოზიციურისასამართლო "კაწროს", ვატო ყიფიანის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორის განცხადებით, სამივე ბრალდებულის: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს
  9. TV პირველიოპოზიციურივატო ყიფიანი, “კაწრო“ და შოთა ყიფიანი პატიმრობაში გაუშვეს
  10. ნეტგაზეთიოპოზიციურივატო ყიფიანს, „კაწროს“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები