პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე: მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში

საქართველოს პარლამენტი

მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში თბილისში აზერბაიჯანის საგარეო მინისტრს ელიან, ასევე მზადდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში.

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე: მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა, რაც ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნებასა და გაღრმავებას უწყობს ხელს.

„მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს; რა თქმა უნდა, უფრო ფართო ფორმატში მქონოდა კონსულტაციები ჩემს კოლეგა მინისტრთან და განგვეხილა ყველა ის საკითხი, რაც აქტუალურია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა და ეს სტრატეგიული ურთიერთობები ძალიან სერიოზული შინაარსით არის სავსე,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

„ჩვენს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და ფასი დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ წინ წავწიოთ კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრებზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის დაგეგმილი ვიზიტები და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი.

„მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში. ესეც კიდევ ერთხელ იქნება მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების. ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები ინტენსიურია, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული დატვირთვა აქვს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 8
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის დიალოგით, რაც უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობლებს
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და მეგობრობა მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტშიც, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის სრულად ათვისებას
  3. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას
  4. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას“
  5. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა
  6. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში
  7. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში
  8. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე: ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და ფასი დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა - ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები