მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, სადაც სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური პროექტები და „შუა დერეფანი“ განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაცია აღნიშნული.
„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დავიწყე.
გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და შუა დერეფნის განვითარების ახალი შესაძლებლობები.
ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს.
მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ“, – აღნიშნულია მაკა ბოჭორიშვილის ფეისბუქგვერდზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…