მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, მომავალი წლის დასაწყისში კი თბილისში აზერბაიჯანის საგარეო მინისტრის ვიზიტს ელიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში ჩატარდა უმაღლეს დონეზე შეხვედრებით, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა და ეს ურთიერთობები ძალიან სერიოზული შინაარსით არის სავსე.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთი მიმართულებით. ჩვენს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სამომავლო ნაბიჯებზეც, მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში, ესეც კიდევ ერთხელ იქნება მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების. ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები ინტენსიურია, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული დატვირთვა აქვს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიამაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის დიალოგით, რაც უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობლებს
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და მეგობრობა მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტშიც, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის სრულად ათვისებას
მაკა ბოჭორიშვილი: ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას
მაკა ბოჭორიშვილი: „ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას“
მაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…