პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა - ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერსა და მინისტრებს შეხვდა. მისი თქმით, 2017 წლის შემდეგ პირველი ასეთი ვიზიტისას დაიგეგმა ნაბიჯები და უახლოეს პერიოდში საქართველოს კატარის დელეგაცია ეწვევა.

მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა - ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კატარში იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

საქართველოს ვიცე პრემიერი ასევე შეხვდა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს. განიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრები ასევე გაიმართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაც.

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კატარიდან დელეგაცია ეწვევა.

"2017 წლის შემდგომ, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი განვავითაროთ. მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიგეგმა.

ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და შესაბამისი ჩარჩოს შექმნა.

ამ მიმართულებითაც დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და მოველით, რომ უახლოეს მომავალში კატარის შესაბამისი დელეგაცია ეწვევა საქართველოს და კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა იმისთვის, რომ განვავითაროთ და უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს, როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო სფეროში.

შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების და ახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

14 სტატია
სამთავრობო 13ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
  3. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარს ეწვია
  5. რუსთავი 2სამთავრობოდღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. მაკა ბოჭორიშვილი აქ პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფება. ეს არის ახალი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში - ვარლამ ავალიანი
  6. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
  7. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
  8. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
  9. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
  10. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
  11. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
  12. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
  13. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი კატარში - „ქრონიკა“ დოჰადან
  14. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: „ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა – ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები