მაკა ბოჭორიშვილი: ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნებს შორის პოლიტიკური დღის წესრიგი დატვირთულია და მუდმივ ინფორმაციის გაცვლას მოითხოვს.

მიმდინარე წელი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მსგავსი სახის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის გაუმჯობესებისთვის.
„ჩვენ გვქონდა პატივი საქართველოში გვემასპინძლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის და ეს სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც განხორციელდა საქართველოში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელიც მაისში განხორციელდა ბაქოში, იყო მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მიღწეული შეთანხმებებით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საქმეში.
სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა პატივი გვემასპინძლა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის და სიღნაღში გაგვემართა ეკონომიკური თანამშრომლის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა. ეს არის ძალიან კარგი ფორმატები, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული მიმართულებების განხილვა შეგვიძლია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თმით, დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის დიალოგით, რაც უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობლებს
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და მეგობრობა მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტშიც, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის სრულად ათვისებას
მაკა ბოჭორიშვილი: „ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…