მაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლა აღდგება. მან ასევე ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებისა და ენერგეტიკული შეთანხმებების მნიშვნელობას.

2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულება. ეს პროექტი არის არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა აქვს უფრო ფართოდ და დაკავიშრებადობის კონტექსტში ამ პროექტის სრულად დატვირთვას აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაიზარდოს სატრანზიტო პოტენციალი.
მნიშვნელოვანი შეთანხმებები იყო მიღწეული ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში. ამ მიმართულებით გაფორმებული შეთანხმებები კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.
პოზიტიური დინამიკა გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის სფეროში, თუმცა პოტენციალი არის ყოველთვის უფრო მეტი და ამ შემთხვევაშიც მოხარული ვიქნებით თუ ვნახავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, გაძლიერებას და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიამაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის დიალოგით, რაც უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობლებს
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და მეგობრობა მნიშვნელოვანია რეგიონის კონტექსტშიც, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამხრეთ კავკასიის პოტენციალის სრულად ათვისებას
მაკა ბოჭორიშვილი: ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას
მაკა ბოჭორიშვილი: „ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას“
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…