„რისთვის მაძევებთ, გამაგებინეთ?!.. მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ ამაზე…“ – ნიკა გვარამია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც გვარამიამ ის „ოცნების“ დახმარებაში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ სასამართლოს თავმჯდომარეს უთხრა, რომ ის მხარეს, კერძოდ ოცნებას ეხმარება, რევაზ ნადარაიამ მას „უზრდელი“, „თავხედი“, „მატყუარა“ უწოდა. გვარამიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ მანტიას სცეს პატივი და ასეთი ტერმინები არ გამოიყენოს. ამის შემდეგ ნადარაიამ ის სასამართლოდან გააძევა – წინაზე მგეცათ საშუალება, დარბაზში დაბრუნებულიყავით, ახლა აღარ დაბრუნდებითო.
ნიკა გვარამიამ მოითხოვა განმარტება, თუ რის გამო აძევებდნენ „ გამოდის, რომ პასუხის საშუალებსაც არ გვაძლევთ? მოვა დრო და ამაზე პასუხს გაგებინებთ“ – უთხრა ნადარაიას. ამის შემდეგ საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ მანდატურებს მიმართა -„დროზე გაიყვანთ ეს უზრდელი კაცი“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…