ნადარაიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, დარბაზში გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

ტექნიკური შესვენების შემდეგ „პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში არ გამოცხადდნენ.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები საკონსტიტუციოში სხდომაზე დღეს აღარ დაბრუნდებიან
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ დაკარგეს ინტერესი, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები მოსარჩელე მხარეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ტექნიკურ შესვენებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას დარბაზი დაატოვებინა.
“კოალიცია ცვლილებები“ წევრები საკონსტიტუციოში სხდოამზე აღარ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სხდომიდან გაძევების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ისინი აღარ აპირებენ სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ, ხვალ კი რევაზ ნადარაიას აცილების საკითხს დააყენებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატია„რისთვის მაძევებთ, გამაგებინეთ?!.. მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ ამაზე…“ – ნიკა გვარამია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა
"თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" -ნადარაიამ გვარამია სასამართლო სხდომიდან ისევ გააძევა
„ყველანაირ ზღვარს გადააჭარბეთ“ - გვარამია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან ნიკა გვარამია გააძევეს - თავმჯდომარემ გვარამიას განცხადებები მოსამართლეთა შეურაცხყოფად შეაფასა
რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა სიტყვებით: „ზღვარს გადააბიჯეთ, გაძევებული ხართ, თქვენი ადგილი დარბაზში არ არის, გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი”, რაზეც გვარამიამ უპასუხა: “სამარცხვინო კაცი ხარ, მოვა დრო და პასუხს მოგთხოვ“
„გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან“ — ნიკა გვარამია საკონსტიტუციოდან გააძევეს
ნიკა გვარამიას გაძევების შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები სხდომაზე აღარ გამოცხადდნენ, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის გაგრძელების უფლება დაკარგეს
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები საკონსტიტუციოში სხდომაზე დღეს აღარ დაბრუნდებიან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…