პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„სახლში გამათბობელი არ მეყენა, ცენტრალური გათბობა მაქვს“- კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდაფონიჭალ

ფონიჭალაში აფეთქებული ბინის მფლობელი ემზარ ისაევი აცხადებს, რომ სახლში გამათბობელი არ ჰქონდათ და გაზის გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო, მისი შვილი კი დაზარალებულია და არა დამნაშავე.

„სახლში გამათბობელი არ მეყენა, ცენტრალური გათბობა მაქვს“- კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდაფონიჭალ
ბათუმელები

„სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონდა და თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც თუ ცეცხლი არ უკიდია, კეტავს გზას“, – განაცხადა დღეს 24 ნოემბერს, „ფორმულასთან“, 31 წლის ილია ისაევის მამამ, ემზარ ისაევმა, რომლის სახლშიც, ფონიჭალაში, 19 ნოემბერს აფეთქება მოხდა.

„ვიზიარებ მწუხარებას ყველა დაღუპულის და დაზარალებულის გამო. ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, ჰქონდა ტრავმა და ეს ყველამ იცის, 5 კერა აქვს თავში სისხლჩაქცევის, მაგრამ სრულიად ადეკვატური.

მანამდე სექტემბერში იყო [ამ ბინაში] ჩასული პენსიის გასანაღდებლად და ამის ამონაწერი შეიძლება ნახოთ პოლიკლინიკაშიც და შუქის ამონაწერებშიც. მანამდე, ზაფხულში, უფროსი ბიჭი იყო ჩასული [ბინაში].

მარტის შემდეგ მეც თითქმის ყოველდღე ვიყავი ბინაში და [კომუნალური] გადახდებიც მქონდა.

სახლში არანაირი გამათბობელი არც მეყენა და თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა და გაზქურა.

ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი შვილი არც ცდილობდა და გაზქურის ჩართვას კი, საჭმლის გაკეთება უნდოდა.

„ბოშის“ გაზქურა კიდევ ისეთია, თუ არ უკიდია, გაზს კეტავს“, – ამბობს ემზარ ისაევი.

კითხვაზე – რა მოხდა მაშინ? ემზარ ისაევი ამბობს, რომ ამ კითხვის პასუხი მასაც აინტერესებს.

„რაღაც კითხვები კი მაქვს, მაგრამ გაზქურა ერთ კუთხეში იყო, მარჯვენა კუთხეში, მოშენებაში, აფეთქება მოხდა საძინებელთა და ის ჩაინგრა. სახურავიც მანდ ამოანგრია. როგორ, ეს მაინტერესებს.

გაზქურა ღიაც რომ დაეტოვებინა, როგორც გითხარით, ის კეტავს გაზს, თუ ცეცხლი არ არის და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო. მით უმეტეს, შემოწმებული ჰქონდათ და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ გვქონდა“, – ამბობს ემზარ ისაევი.

მისი თქმით, ამ ტრაგედიაში მისი შვილიც დაზარალებულია და მის ბრალეულობაზე საუბარი მართებული არ არის.

როგორც ემზარ ისაევი ამბობს, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ისევ კლინიკაში იმყოფება.

19 ნოემბერს, თბილისში, კერძოდ ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება იყო, რის გამოც, შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. აფეთქებამ სახლის ერთ ნაწილში კორპუსს სახურავიც ახადა.

აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას
  2. Facebookემზარ ისაევი: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს
  3. ალიაოპოზიციური,, გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად?” – ილია ისაევის მამა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა - გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც ისეთია, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები