ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზმა ისევ გაჟონა
ქვემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, ადგილობრივების თქმით, გაზმა კვლავ გაჟონა. „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ონკანთან მცირე გაჟონვა იყო და პრობლემა აღმოიფხვრა.

ქვემო ფონიჭალაში, სადაც წინა კვირას აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაზმა გუშინ ისევ გაჟონა - "პირველებთან" საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მძაფრი სუნი მეოთხე და მეხუთე სართულზე იგრძნეს.
ადგილზე გუშინ და დღესაც იმყოფებოდნენ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები. მათი თქმით, ონკანთან არსებულ მცირე გაჟონვა იყო, რაც აღმოიფხვრა.
მისივე თქმით, შემოწმდა მთელი საცხოვრებელი სივრცე - პროფილაქტიკისა და უსაფრთხოების მიზნით ონკანი, საიდანაც გაზი ჟონავდა, შეიპოხა და ამჟამად გაჟონვა არ არის.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
შენიშვნა: ფოტო არის საილუსტრაციო ხასიათის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…