პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ალია

19 ნოემბერს ქვეყანა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა. ფონიჭალაში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.

8 საათიანი ძებნის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.

მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

საქმეზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

5 დაღუპულის ვინაობა ცნობილია, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია.

ნინო ჭელიძე – ხუთი შვილის დედა. აფეთქების დროს, სახლში ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა.

7 წლის ნუცა ფხალაძე – ნინო ჭელიძის შვილი. გოგონა დედასთან ერთად დაიღუპა. მისი უმცროსი და, 3 წლის თაია, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ვერიკო ვანიშვილი – აფეთქებას არასრულწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა.

54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი – ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო. პირველ სართულზე ცხოვრობდა.

აფეთქების დროს, სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს.

მეგობრის მონათხრობით, შვილებს დედის ხმა ესმოდათ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი.

კიდევ ერთი დაღუპული მამაკაცია, რომლის ვინაობაც, ჯერჯერობით, არ დასახელებულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურისამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან
  2. რუსთავი 2სამთავრობო12 საათიანი სამაშველო ოპერაცია ფონიჭალაში - ნანგრევებში 2 ადამიანის ძებნის ოპერაცია გრძელდება
  3. TV პირველიოპოზიციურირა ხდება ბინებში, რომელიც დღეს ჩაინგრა - ახალი კადრები
  4. TV პირველიოპოზიციურინანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ ბავშვს
  5. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
  6. ალიაოპოზიციურინანგრევებში ერთ არასრულწლოვანს ეძებენ
  7. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
  8. TV პირველიოპოზიციური"თაიას დედა და და დაიღუპა, სხვა ოჯახიდან დედა-შვილი" - რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოიყვანეს
  9. ალიაოპოზიციურირა ხდება ამ დროისთვის ფონიჭალაში და რას იხსენებენ ტრაგედიის თვითმხილველები
  10. TV პირველიოპოზიციურისაბედისწერო წუთები აფეთქებიდან ნგრევამდე - ადგილობრივების თქმით, ხალხი კონტაქტზე იყო და შველას ითხოვდა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკავშირის წარმომადგენლობა – თანავუგრძნობთ ფონიჭალაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას, თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები