პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა - გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც ისეთია, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულის მამა, ემზარ ისაევი აცხადებს, რომ ბინაში გაზქურა გაზს ავტომატურად კეტავდა და გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო, მისი შვილი კი დამნაშავე არაა.

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა - გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც ისეთია, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს
ინტერპრესნიუსი

არანაირი გამათბობელი არ მქონია, გაზქურა კი ისეთი მქონდა, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა, - ამის შესახებ განაცხადა ილია ისაევის მამამ, ემზარ ისაევმა, რომლის ბინაშიც 19 ნოემბერს, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა.

ემზარ ისაევი ამბობს, რომ ოჯახის წევრები პერიოდულად აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში დადიოდნენ და გაზის გადასახადიც გადახდილი აქვთ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.

„რა თქმა უნდა, ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო. ძალიან მტკივა გული ყველაფერზე, რაც მოხდა. ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, მას ჰქონდა ტრავმა, ყველამ იცის რა ტრავმაც ჰქონდა და რა ასაკში, მაგრამ სრულიად ადეკვატური, გულკეთილი და თბილია.

მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია. კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ჩემი ბიჭი ცენტრალური გათბობის ჩართვას არც ცდილობდა. ალბათ, გაზქურაზე საჭმლის გაკეთება უნდოდა. გაზქურა კიდევ ისეთი მაქვს, ცეცხლი თუ არ უნთია, გაზს კეტავს. [მომხდართან დაკავშირებით] არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს, იმიტომ, რომ გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში იდეაში. ის ჩაინგრა. რანაირად?! ეს მაინტერესებს.

ძალიან ცუდი ლაპარაკი მიდის, რომ ჩემი ბიჭი დამნაშავეა. სინამდვილეში, ის დაზარალებულია. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ცვლილებები არ აქვს,“ - განაცხადა ემზარ ისაევმა „ფორმულასთან“.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის, 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4
  1. ფორმულაოპოზიციურიემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას
  2. Facebookემზარ ისაევი: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს
  3. ალიაოპოზიციური,, გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად?” – ილია ისაევის მამა
  4. ბათუმელებიოპოზიციური„სახლში გამათბობელი არ მეყენა, ცენტრალური გათბობა მაქვს“- კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდაფონიჭალ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები