პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას

ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის მფლობელის მამა, ემზარ ისაევი აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზებზე კითხვები აქვს, რადგან გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება კი სხვაგან მოხდა. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

ემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას
ფორმულა

ემზარ ისაევი, ილია ისაევის მამა, ვის სახლშიც ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, ამბობს, რომ სახლში არანაირი გამათბობელი არ ქონია. მისი თქმით მომხდარზე კითხვები აქვს.

"მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ცენტრალურ გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია კეტავს გაზს. მაქვს რაღაც კითხვები - გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს", - ამბიბს ემზარ ისაევი.

ამასთან, ემზარ ისაევის თქმით, ისინი პერიოდულად დადიოდნენ საცხოვრებელ ბინაში. თითქმის ყოველ თვე მიდიოდნენ და გადახდილიც აქვთ გადასახადი, რაც მისივე თქმით, ამონაწერშიც ფიქსირდება

"თბილისი ენერჯის" თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა. მათი თქმით, კორპუსში გაზის დანადგარების გამართულობა ბოლოს 2026 წლის იანვარში შემოწმდა

"კონკრეტულად ამ პიროვნებასთან, ეს ბინა იყო დაკეტილი, იმიტომ, რომ არ ფიქსირდება არცერთი კუბი ხარჯი 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე. სულ რომ 25 თეთრის გაზი დაეწვა, მიუვიდოდა ელექტრონული ქვითარი. ჩვენ რა ქვითრებიც გვაქვს გაგზავნილი დეკემბრის შემდეგ, არის ნული ლარი", - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ 19 ნოემბერს

ცნობისთვის, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან, 5 კი დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookემზარ ისაევი: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტებს 2027 წლის იანვარში უნდა შეემოწმებინათ - ინტერვიუ "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილესთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები