,, გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად?” – ილია ისაევის მამა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ბინის მფლობელის მამა ემზარ ისაევი აცხადებს, რომ სახლში გამათბობელი არ ჰქონდათ და გაურკვეველია, რატომ მოხდა აფეთქება სხვა ოთახში, მაშინ როცა გაზქურა კუთხეში იდგა.

ემზარ ისაევი, ილია ისაევის მამა, ვის სახლშიც ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, ამბობს, რომ სახლში არანაირი გამათბობელი არ ქონია. მისი თქმით მომხდარზე კითხვები აქვს:
„ვიზიარებ მწუხარებას ყველასას. გული მტკივა ყველაფერზე. ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი. […] რაც შეეხება ინციდენტს – ბოლოს [ილია ამ სახლში] იყო სექტემბერში 10 დღის განმავლობაში. გადაღებული ჰქონდა მრიცხველი, მანამდე უფროსი ბიჭიც იყო ზაფხულში. შარშან მარტის აქეთ ყოველთვე ვიყავით და გადახდებიც გვქონდა. არანაირი გამათბობელი არ მეყენა სახლში, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია, კეტავს გაზს. მაქვს რაღაც კითხვები – გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად? ეს მაინტერესებს. შს მინისტრი გამოვიდა და აწვებოდა იმას, რომ გამათბობელიო, მაგრამ არ გვქონია. გაზქურა ღია რომც დაეტოვებინა, გაზს კეტავს. […] მით უფრო შემოწმებული გვქონდა, არ არსებობს, არანაირი დარღვევა არ გვქონდა. ცუდი ლაპარაკები მიდის, იგივე დაზარალებულია“ (ფორმულა)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას
- ემზარ ისაევი: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს
ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა - გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც ისეთია, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს
„სახლში გამათბობელი არ მეყენა, ცენტრალური გათბობა მაქვს“- კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდაფონიჭალ
ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…