ემზარ ისაევი: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს

„მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ცენტრალურ გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია კეტავს გაზს. მაქვს რაღაც კითხვები - გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს“, — ემზარ ისაევი, ილია ისაევის მამა, ვის სახლშიც ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა
ამასთან, ემზარ ისაევის თქმით, ისინი პერიოდულად დადიოდნენ საცხოვრებელ ბინაში. თითქმის ყოველ თვე მიდიოდნენ და გადახდილიც აქვთ, რაც მისივე თქმით, ამონაწერშიც ფიქსირდება
„თბილისი ენერჯის“ თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა. მათი თქმით, კორპუსში გაზის დანადგარების გამართულობა ბოლოს 2026 წლის იანვარში შემოწმდა
„კონკრეტულად ამ პიროვნებასთან, ეს ბინა იყო დაკეტილი, იმიტომ, რომ არ ფიქსირდება არცერთი კუბი ხარჯი 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე. სულ რომ 25 თეთრის გაზი დაეწვა, მიუვიდოდა ელექტრონული ქვითარი. ჩვენ რა ქვითრებიც გვაქვს გაგზავნილი დეკემბრის შემდეგ, არის ნული ლარი“, — განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ 19 ნოემბერს
ცნობისთვის, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან, 5 კი დაშავდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…