პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას დაშავებული ილია ისაევი გარდაიცვალა

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული 31 წლის ილია ისაევი კლინიკაში გარდაიცვალა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას დაშავებული ილია ისაევი გარდაიცვალა
ინტერპრესნიუსი

31 წლის კაცი, ილია ისაევი, ვის ბინაშიც ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი დღეს დილით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები