კობახიძე: პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც დაკავშირებულია სუროგაციასთან
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუროგაციასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ქალების ექსპლუატაციაა, რის გამოც საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ მისი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შემოღებაზე ისაუბრა.
კობახიძის მტკიცებით, სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები
"არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ შვიდი ქვეყანა იყო, ახლა ექვსი დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში, სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით.
შესაბამისად, მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები [საპატრიარქოსთან]. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები.
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიაკობახიძე სუროგაციაზე: რეგულაცია არ წყვეტს მთავარ პრობლემას
კობახიძე: მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან
„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე
როგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას
პრემიერი: სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე
ირაკლი კობახიძე - სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია - ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია
როგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვას
პრემიერი: სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე – როგორც არ უნდა დაარეგულირო სუროგაცია, ქალის ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად, ეკონომიკაში თავისი წილი ჰქონდა ამ სექტორს, თუმცა ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე: „სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…