პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – როგორც არ უნდა დაარეგულირო სუროგაცია, ქალის ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად, ეკონომიკაში თავისი წილი ჰქონდა ამ სექტორს, თუმცა ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება

საპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად სექტორის ეკონომიკური წილისა, სუროგაციის აკრძალვა ქალთა ექსპლუატაციის გამო გადაწყდა. მან აღნიშნა, რომ საკითხზე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც მიმდინარეობდა.

ირაკლი კობახიძე – როგორც არ უნდა დაარეგულირო სუროგაცია, ქალის ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად, ეკონომიკაში თავისი წილი ჰქონდა ამ სექტორს, თუმცა ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება
პირველი არხი

სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ექსპლუატაციის კუთხით.

„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ შვიდი ქვეყანა იყო, ახლა ექვსი დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში, სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალბატონების ექსპლუატაცია, რაც არის, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაციის პრობლემა რჩება ისევ ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები.

„სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკობახიძე სუროგაციაზე: რეგულაცია არ წყვეტს მთავარ პრობლემას
  2. ალიაოპოზიციურიკობახიძე: მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან
  3. BM.GEოპოზიციური„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე
  4. TV პირველიოპოზიციურიროგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას
  5. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია - ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია
  7. TV პირველიოპოზიციურიროგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვას
  8. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება
  9. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე“
  10. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე: პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც დაკავშირებულია სუროგაციასთან
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები