საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე. მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობენ და მას მალე მიიღებენ.
„აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი მომავალში, უახლოეს მომავალში დაინიცირდება პარლამენტში.
გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – თქვა კირცხალიამ.
კირცხალიამ დააზუსტა, რომ სუროგაცია სრულად იკრძალება. მისივე თქმით, 2023 წლის ვითარებასთან შედარებით, როდესაც სუროგაციის კომერციალიზაციაზეა საუბარი, დღეს რიცხვები კოლოსალურადაა გაზრდილი.
მისივე თქმით, ვინც ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით სარგებლობს, 98% არაა საქართველოს მოქალაქე.
2023 წლის პარლამენტში წარდგენილი იყო კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ (№07-2/299/10). ცვლილებების მიხედვით, სუროგაცია დაშვებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, იკრძალებოდა კომერციული სუროგაცია. ეს კანონპროექტი მიღებული არაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
ირაკლი კირცხალია - საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება
ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს – კირცხალიას თქმით, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“ – ირაკლი კირცხალია
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე“- კირცხალია
"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე
ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის - ირაკლი კირცხალია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…