პატრიარქი: სუროგაციის აკრძალვა ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი
შიო მესამის განცხადებით, სუროგაციას მძიმე ცოდვები უკავშირდება და მისი აკრძალვა ქვეყანაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ საუბარი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გეგმაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ქვეყანაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც პატრიარქმა თქვა, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების საუბარი.
"ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ", - თქვა პატრიარქმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატია„სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“ - შიო III
შიო მესამე – სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა, ქვეყანაში მისი აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
შიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
შიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმილი ნაბიჯია - ამას წინ უსწრებდა საუბარი და მოხარული ვარ, რომ გული შეგტკივათ ჩვენს ეკლესიაზე და ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერებაზე
,,სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის“ – შიო მესამე
შიო მესამე: “სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან”
პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს: მოხარულები ვართ სუროგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს ბოლომდე მიიყვანოთ
პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა
შიო III „დიდი კმაყოფილებით“ გამოეხმაურა სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას
- შიო მესამე: სუროგაციის აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ვიდეო)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…