კობახიძე: მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან
კობახიძის განცხადებით, კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ქალების ექსპლუატაციაა, რის გამოც სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, რეგულაცია ძირეულ პრობლემას ვერ წყვეტს.

“არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 რჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია, ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან. ძალიან მძიმეა, შესაბამისად, ის მოვლენა რასაც ჰქვია სუროგაცია, პირველ რიგში, ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ამ ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. […] როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად – სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას“,- თქვა კობახიძემ სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკობახიძე სუროგაციაზე: რეგულაცია არ წყვეტს მთავარ პრობლემას
„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე
პრემიერი: სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე
ირაკლი კობახიძე - სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია - ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია
როგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვას
პრემიერი: სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად; მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…