სუროგაცია ქალებისა და ბავშვების ძალიან მძიმე უფლებების დარღვევის რისკებს წარმოშობს - აკაკი ალადაშვილი
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დარეგისტრირდება. დეპუტატ აკაკი ალადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რადგან სუროგაცია ქალებისა და ბავშვების უფლებების დარღვევის მძიმე რისკებს ქმნის.

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ის პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.
სუროგაციის აკრძალვის საკითხზე ხელისუფლებას საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად, მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს. სუროგაცია აკრძალულია ევროპის არაერთ ქვეყანაშიც.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკითხზე მუშაობა მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით გადაწყვიტა.
"ევროპის უმეტეს ქვეყანაში, სუროგაცია აკრძალულია და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. ის ქალებისა და ბავშვების ძალიან მძიმე უფლებების დარღვევის რისკებს წარმოშობს.
საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვის კუთხით მივიღეთ.
მოგეხსენებათ, ჩვენს ტერიტორიაზე ბევრი უცხოელიც ჩამოდიოდა, უცხოელიც იკეთებდა სუროგაციას.
ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ჩვენს ტერიტორიაზე როდესაც ხდება ასეთი რაღაც და რისკები წარმოიშვება ადამიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლები ვართ მათზე", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…