პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტინატო

ბერლინში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე წლიურ სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს.

დელეგაციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას გერმანიის პარლამენტი მასპინძლობს და მასში ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წევრები მონაწილეობენ.

სესიაზე განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენს: ალიანსის უსაფრთხოება, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება, მეცნიერება და ტექნოლოგიები და უკრაინის მხარდაჭერა.

ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ: ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევგენი ხმარა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არაღიარების პოლიტიკა და დეოკუპაცია - საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები