პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს: მოხარულები ვართ სუროგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს ბოლომდე მიიყვანოთ

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას საპატრიარქო მიესალმება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუროგაციასთან მძიმე ცოდვაა დაკავშირებული და მისი აკრძალვა ერის სულიერი გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა.

როგორც შიო მესამემ აღნიშნა, სუროგაციასთან რამდენიმე მძიმე ცოდვაა დაკავშირებული და, შესაბამისად, მისი აკრძალვა ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო კმაყოფილებით იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ - ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში.

ძვირფასო დებო და ძმებო, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია რამდენიმე მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

ამას წინ უძღოდა ჩვენი ურთიერთობა - ამა და სხვა მიმდინარე პრობლემების შესახებ ერთმანეთთან საუბარი. მოხარული ვარ, რომ თქვენი გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგვტკივა ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. BM.GEოპოზიციური„სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“ - შიო III
  2. პირველი არხისამთავრობოშიო მესამე – სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა, ქვეყანაში მისი აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმილი ნაბიჯია - ამას წინ უსწრებდა საუბარი და მოხარული ვარ, რომ გული შეგტკივათ ჩვენს ეკლესიაზე და ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერებაზე
  5. ალიაოპოზიციური,,სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის“ – შიო მესამე
  6. POSTVსამთავრობოშიო მესამე: “სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან”
  7. TV პირველიოპოზიციურიპატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშიო III „დიდი კმაყოფილებით“ გამოეხმაურა სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას
  9. Facebookშიო მესამე: სუროგაციის აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ვიდეო)
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ეკლესიისთვის სუროგაცია მიუღებელია. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს“ - სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას სასულიერო პირები ეხმაურებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები