პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“ - შიო III

ქართული ოცნებასაპატრიარქო

შიო III „ქართული ოცნების“ ინიციატივას სუროგაციის აკრძალვაზე მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ირაკლი კირცხალიას თქმით, გადაწყვეტილება საპატრიარქოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“ - შიო III
BM.GE

პატრიარქი შიო III მიესალმება "ქართული ოცნების" ინიციატივას სუროგაციის აკრძალვაზე. როგორც მანდ დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაში განაცხადა, ხელისუფლებას ამ საკითხზე მართლმადიდებლურ ეკლესიასთანაც ჰქონდა კონსულტაციები.

"მინდა გამოვეხმაურო დიდი კმაყოფილებით იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში.

ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა და წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

ამას წინ უსწრებდა რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ერთმანეთთან საუბარიც ამ პრობლემის თაობაზე და სხვა კიდევ მიმდინარე პრობლემების თაობაზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით", - განაცხადა პატრიარქმა.

გუშინ, 22 ნოემბერს, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს. კირცხალია ამბობს, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს.

„კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოშიო მესამე – სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა, ქვეყანაში მისი აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმილი ნაბიჯია - ამას წინ უსწრებდა საუბარი და მოხარული ვარ, რომ გული შეგტკივათ ჩვენს ეკლესიაზე და ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერებაზე
  4. ალიაოპოზიციური,,სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის“ – შიო მესამე
  5. POSTVსამთავრობოშიო მესამე: “სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან”
  6. რუსთავი 2სამთავრობოპატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს: მოხარულები ვართ სუროგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს ბოლომდე მიიყვანოთ
  7. TV პირველიოპოზიციურიპატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშიო III „დიდი კმაყოფილებით“ გამოეხმაურა სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას
  9. Facebookშიო მესამე: სუროგაციის აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ვიდეო)
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ოცნება”: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები