პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას. ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით ხდება. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“

საპატრიარქო

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მიესალმება სუროგაციის სრულ აკრძალვას, რადგან ეს სფერო ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ტრეფიკინგთან არის დაკავშირებული.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას. ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით ხდება. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“
POSTV

„პრობლემა დიდი ხანია, არის. გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას.

“ისეთი სამწუხარო ფაქტები, როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ფაქტობრივად, ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია; როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება. ამიტომ მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს.

პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი.

დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელია სხვანაირად. სუროგაცია ამას არ შველის“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. Facebookანდრია ჯაღმაიძე: სუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან
  2. TV პირველიოპოზიციურისაპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანდრია ჯაღმაიძე - სუროგაცია არის დარღვევა, ნაწილობრივი აკრძალვის შემთხვევაში, ეს უკონტროლო პროცესს გამოიწვევდა - პატრიარქის ინიციატივა იყო, ამაზე ხელისუფლებასთან საუბარი დაგვეწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას თემა უკვე შესწავლილი ჰქონდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სუროგაციის აკრძალვაზე
  5. BM.GEოპოზიციურისუროგაცია ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან - ანდრია ჯაღმაიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პატრიარქი: სუროგაციის აკრძალვა ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები