შიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმილი ნაბიჯია - ამას წინ უსწრებდა საუბარი და მოხარული ვარ, რომ გული შეგტკივათ ჩვენს ეკლესიაზე და ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერებაზე
შიო მესამე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ სუროგაციასთან მძიმე ცოდვაა დაკავშირებული, მისი აკრძალვა კი ერის სულიერი გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ამის [სუროგაციის] აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქადაგებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაციის აკრძალვა იგეგმება.
როგორც პატრიარქმა თქვა, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი.
„დიდი კმაყოფილებით მინდა გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.
რა თქმა უნდა, ამას წინ უსწრებდა, ჩვენი ურთიერთობაც ერთმანეთთან, საუბარიც ამ პრობლემისა და მიმდინარე პრობლემების თაობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს, თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით“,- აღნიშნა პატრიარქმა.
ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში პატრიარქის როგორც წირვას, ასევე ქადაგებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია„სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“ - შიო III
შიო მესამე – სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა, ქვეყანაში მისი აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
შიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
,,სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის“ – შიო მესამე
შიო მესამე: “სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან”
პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს: მოხარულები ვართ სუროგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს ბოლომდე მიიყვანოთ
პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა
შიო III „დიდი კმაყოფილებით“ გამოეხმაურა სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას
- შიო მესამე: სუროგაციის აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ვიდეო)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…