შიო III „დიდი კმაყოფილებით“ გამოეხმაურა სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას
„ქართული ოცნება“ სუროგაციის სრულ აკრძალვას გეგმავს, რასაც საპატრიარქოში „დიდი კმაყოფილებით“ გამოეხმაურნენ. ოპოზიციონერმა ნიკა გვარამიამ ინიციატივას „სამარცხვინო და ბოროტი“ უწოდა.

პატრიარქმა ამას ინიციატიავს "მნიშვნელოვანი გადაწყვეტლება" უწოდა და თქვა , რომ "სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთ ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყენაში იქნება ძალიან დიდი წინგაგადმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით", მისი სიტყვებით, გადაწყვეტილების გამო მოხარული არიან და ლოცულობენ "რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ".
შიო III-ის თქმით, ინიციატივას წინ უსწრებდა ეკლესიისა და ხელისუფლების კონსულტაცია "ამ პრობლემის და სხვა მიმდინარე პრობლემების თაობაზე"
"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან, იმისთვის რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერვის თვალსაზრისით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - თქვა შიო III-მ.
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში პატრიარქის წირვასა და ქადაგებას ესწრებოდნენ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენელები პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვიი და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
„ქართული ოცნება“ სუროგაციის სრულ აკრძალვას აანონსებს
საქართველოში სუროგაციია აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, გუშინ 22 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს. კირცხალიამ დაასახელა ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკები. მან თქვა, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა, მისი შეფასებით, ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს.
„კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კირცხალიამ.
„სრულად იკრძალება“
კირცხალიას განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს და დეტალები მისი შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი. მან დააზუსტა, რომ კანონპროექტი სუროგაციის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
„სუროგაცია სრულად იკრძალება, კი ბატონო. საინტერესოა, ვისგან მოყვება მწვავე რეაქცია“, – თქვა კირცხალიამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად.
მან დასძინა, რომ მზადაა, ინიციატივის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მოისმინოს და მათ კითხვებს უპასუხოს.
კირცხალიას თქმით, 2023 წლის შემდეგ საქართველოში სუროგაციის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სუროგაციასთან დაკავშირებულ რისკებს ის სფეროს კომერციალიზაციას უკავშირებს.
მისივე განმარტებით, ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ახალი შეზღუდვა არ გავრცელდება.
სუროგაცია საქართველოში - რისკი ქალებისთვის
რადიო თავისუფლებამ სუროგაციის თემაზე არაერთი მასალა მოამზადა. საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული სუროგატი ქალები რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, რომ მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, კუთვნილი ანაზღაურება ვერ მიიღეს და მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
2025 წელს გამოძიებამ ათეულობით სუროგატი ქალი ცნო დაზარალებულად.
მკვლევრების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული მონაცემებით, 2019–2024 წლებში საქართველოში სუროგაციის გზით დაიბადა 4674 ბავშვი.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სუროგაციის სფეროს რეგულირება აუცილებელია, თუმცა სუროგაციის სრულ აკრძალვას არ ემხრობოდნენ.
„ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სრული დემოგრაფიული კატასტროფაა!“
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მან გადაწყვეტილებას „სამარცხვინო და ბოროტი“ უწოდა.
„საპატრიარქოსთან „დალაგების“ მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას! იმ ქალებს, ვისაც კი არ ეზარება ბავშვის გაჩენა, არამედ არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო! რამდენ ქართულ ოჯახს ართმევენ ბედნიერებას! რამდენი ბავშვი აღარ დაიბადება!“ – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
საპატრიარქოს პოზიცია
ირაკლი კირცხალიას არ დაუკონკრეტებია, მონაწილეობდა თუ არა კონსულტაციებში პირადად პატრიარქი შიო III ან ვისი ინიციატივა იყო სრული აკრძალვა.
„„ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სრული დემოგრაფიული კატასტროფაა!“
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მან გადაწყვეტილებას „სამარცხვინო და ბოროტი“ უწოდა.
„საპატრიარქოსთან „დალაგების“ მიზნით ათასობით ქალს ართმევენ დედობის შესაძლებლობას! იმ ქალებს, ვისაც კი არ ეზარება ბავშვის გაჩენა, არამედ არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო! რამდენ ქართულ ოჯახს ართმევენ ბედნიერებას! რამდენი ბავშვი აღარ დაიბადება!“ – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
საპატრიარქოს პოზიცია
ირაკლი კირცხალიას არ დაუკონკრეტებია, მონაწილეობდა თუ არა კონსულტაციებში პირადად პატრიარქი შიო III ან ვისი ინიციატივა იყო სრული აკრძალვა.
„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?“ – წერდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში.
მაშინ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობდა, რომ პატრიარქის სიტყვები სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიმართ სტიგმას აჩენს და მათ თანატოლების მხრიდან ჩაგვრის საფრთხეს უქმნის. წერდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში.
მაშინ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობდა, რომ პატრიარქის სიტყვები სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიმართ სტიგმას აჩენს და მათ თანატოლების მხრიდან ჩაგვრის საფრთხეს უქმნის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია„სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ“ - შიო III
შიო მესამე – სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა, ქვეყანაში მისი აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
შიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით
შიო მესამე - სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმილი ნაბიჯია - ამას წინ უსწრებდა საუბარი და მოხარული ვარ, რომ გული შეგტკივათ ჩვენს ეკლესიაზე და ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერებაზე
,,სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის“ – შიო მესამე
შიო მესამე: “სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან”
პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს: მოხარულები ვართ სუროგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს ბოლომდე მიიყვანოთ
პატრიარქი შიო III ადასტურებს, რომ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობა წინასწარ მიმდინარეობდა
- შიო მესამე: სუროგაციის აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ვიდეო)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…