როგორია ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ანდრიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებს ინგოროყვას კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგი გია ბიბილაშვილი.

ინგოროყვას კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგის, გია ბიბილაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ანდრიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ ექიმმა „ტვ პირველთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, 3 წლის თაია კლინიკაში შედარებით მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ამიტომ პედიატრიულ დეპარტამენტში მოათავსეს და არა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
როგორც ექიმი ამბობს, თაიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
„ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ნათელი ცნობიერებით არის, თამაშობს, ტემპერატურა არ აღენიშნება, სასიცოცხლო პარამეტრები კარგი აქვს. რა თქმა უნდა, მასთან ფსიქოლოგები არიან ჩართული და ალბათ, რამდენიმე დღეში დაგვტოვებს ეს გოგონა“, – განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება 11 წლის ანდრიას, ექიმის თქმით, ის კლინიკაში გაცილებით მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. თუმცა როგორც ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მას აღენიშნება: თავის ტვინის კეროვანი დაზიანებები, რამდენიმე დაჟეჟილობის კერა თავის ტვინში, დაჟეჟილობის კერა ფილტვებში, ქალა ძვლების დაზიანება, გარეთა ყურის დაზიანება, რის გამოც პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა და კანის და ქსოვილების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ამ პაციენტთანაც დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. აქაც ნათელი ცნობიერებაა. ჩივილები არ აქვს. სასიცოცხლო პარამეტრები აქაც კარგია. ამიტომ ეს პაციენტიც მალე გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ზოგადი თერაპიის განყოფილებაში.
ფაქტია, რომ ორივე ეს პაციენტი გადაურჩა ამ მძიმე ტრაგედიას“, – განაცხადა გია ბიბილაშვილმა.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის ბავშვი გადარჩა. დაღუპულთაგან სამი ქალია, ერთი კაცი და ორი ბავშვი. მათ შორის დაღუპულია 3 წლის თაიას დედა და და.
ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები თითქმის 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაინგოროყვას კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელი - ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონას გუშინ, ტემპერატურის ნორმაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაცემა აღენიშნებოდა, დღეს კი სტაბილური ჰემოდინამიკა აქვს, ინტერესდება სათამაშოებით და ხატავს
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება - 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
ექიმის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებენ
ინგოროყვას ექიმი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე: 11 წლის ვაჟის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე დამაკმაყოფილებელია 3 წლის გოგონას მდგომარეობაც, ორივე პაციენტი დინამიკაში გაუმჯობესებულად ითვლება
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი
ქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება – 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…