პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობაში ფსიქოლოგი ჩაერთო

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ მკურნალობაში კი ფსიქოლოგი ჩაერთო, აცხადებს ინგოროყვას კლინიკის დირექტორი კახაბერ ჭელიძე.

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობაში ფსიქოლოგი ჩაერთო
ინტერპრესნიუსი

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო.

„ჩვენთან 2 დაშავებული წევს. 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონა. მათი ფიზიკური მდგომარეობა, სასიცოცხლო პარამეტრები, ფსიქონევროლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში გახლავთ. ამ ეტაპზე მათ ჯანმრთელობას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, თუმცა დინამიკური კვლევები და შეფასება მუდმივად მიმდინარეობს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. ამ ეტაპზე ფსიქოლოგები ჩაერთნენ საქმეში“,- აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

რაც შეეხება იმას, ახსოვს თუ არა 3 წლის გოგონას მომხდარი, კახაბერ ჭელიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დეტალები უცნობია.

„სათუთი სფეროა და გამოკითხვებით შესაძლებელია ძალიან დიდი ტრავმა მიაყენო, წარუშლელი ტრავმა ძალიან მძიმე შედეგებით. ამიტომ ჩვენ დეტალურ გამოკითხვებს ამ მიმართულებით არ ვაწარმოებთ, ეს ფსიქოლოგის საქმეა, ფსიქოლოგები ამ ეტაპზე ჩაერთნენ და ვნახოთ რა შედეგები ექნებათ. ამ წუთში მე ბევრს ვერაფერს ვისაუბრებ“,- აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  2. იმედინიუსისამთავრობოექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა
  3. იმედინიუსისამთავრობო3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის - ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ
  4. რუსთავი 2სამთავრობო"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთონ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა
  5. პირველი არხისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  7. TV პირველიოპოზიციური3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი
  8. TV პირველიოპოზიციურიროგორია ტრაგედიას გადარჩენილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
  9. ალიაოპოზიციურიინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაციწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები