პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მათი გაწერა ნაადრევია, აცხადებს ინგოროყვას კლინიკის დირექტორი კახაბერ ჭელიძე.

ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინტერპრესნიუსი

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, 11 წლის ბიჭი რეანიმაციის დეპარტამენტში იმყოფება, 3 წლის გოგონა კი პედიატრიის განყოფილებაში.

მისივე თქმით, დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება.

„კლინიკაში იმყოფება 2 პაციენტი. ერთი გახლავთ 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტში გადის მკურნალობას, ხოლო 3 წლის და 9 თვის გოგონა იმყოფება პედიატრიის განყოფილებაში. დილის მონაცემებით, მათო მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მიმდინარეობს დინამიკური კვლევები როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული. დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება. რაც შეეხება გაწერას - ბუნებრივია, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია,“ - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  2. იმედინიუსისამთავრობოექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა
  3. იმედინიუსისამთავრობო3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის - ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ
  4. რუსთავი 2სამთავრობო"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთონ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა
  5. პირველი არხისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობაში ფსიქოლოგი ჩაერთო
  7. TV პირველიოპოზიციური3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი
  8. TV პირველიოპოზიციურიროგორია ტრაგედიას გადარჩენილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
  9. ალიაოპოზიციურიინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაციწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები