პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექიმის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებენ

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დინამიკაში გაუმჯობესდა, აცხადებს ინგოროყვას კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი ბარაბაძე.

ექიმის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებენ
ინტერპრესნიუსი

11 წლის ანდრია და 3 წლის თაია, რომლებიც ფონიჭალაში, ბუნებრივი აირით მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.

როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული და უგრძელდებათ უწყვეტი მონიტორინგი და საჭირო მკურნალობა.

ექიმის განმარტებით, ორივე მათგანი კონტაქტში აქტიურად შემოდის.

„ინგოროყვას კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილია 2 პაციენტი - 11 წლის ვაჟი და 3 წლის გოგონა. შემოსვლისას, 11 წლის ვაჟის მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანება, ქალა-ტვინის, გულ-მკერდის. აღენიშნებოდა ყურის ნაფლეთოვანი ჭრილობა, რაც მოითხოვდა აუცილებელ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას. პაციენტი სიმძიმის გათვალისწინებით მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. დღეის მდგომარეობით, ჩატარებული ანალიზები, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებით, მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

მეორე პაციენტი, 3 წლის თაია, რომლის მდგომარეობა შემოსვლისას შეფასდა ნაკლებად მძიმედ, არ საჭიროებდა რეანიმაციულ დეპარტამენტში მკურნალობის გაგრძელებას. შემოსვლისას ყურადღებას იქცევდა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, მუხლის სახსრის ტრავმული დაზიანება. დღეის შეფასებით პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. უგრძელდება უწყვეტი მონიტორინგი და საჭირო მკურნალობა. აქტიურად შემოდიან კონტაქტში. თამაშობს, ადეკვატურად იძლევა პასუხს დასმულ შეკითხვაზე და მდგომარეობა არის დინამიკაში გაუმჯობესებული“,- განაცხადა ბარაბაძემ.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიინგოროყვას კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელი - ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონას გუშინ, ტემპერატურის ნორმაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაცემა აღენიშნებოდა, დღეს კი სტაბილური ჰემოდინამიკა აქვს, ინტერესდება სათამაშოებით და ხატავს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიროგორია ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
  3. იმედინიუსისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  4. TV პირველიოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება - 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
  5. რუსთავი 2სამთავრობოინგოროყვას ექიმი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე: 11 წლის ვაჟის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე დამაკმაყოფილებელია 3 წლის გოგონას მდგომარეობაც, ორივე პაციენტი დინამიკაში გაუმჯობესებულად ითვლება
  6. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი
  7. ალიაოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება – 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ინგოროყვას კლინიკა ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულებზე - შემოყვანილია 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი - ბავშვის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები