ქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება – 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო 31 წლის მამაკაცი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ექიმების შეფასებით, სამი წლის თაიასა და 11 წლის ანდრიას მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ბავშვები კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას განაგრძობენ. მცირეწლოვან გოგონასთან, რომელმაც აფეთქებისას მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, ფსიქოლოგებიც მუშაობენ.
ინგოროყვას კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილია ორი პაციენტი – 11 წლის ვაჟი და 3 წლის გოგონა. შემოსვლილას 11 წლის ვაჟის მდგომარეობა იყო მძიმე. გამოხატული იყო სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები – ქალა-ტვინის, გულმკერდის. აღენიშნებოდა ყურის ნაფლეთოვანი ჭრილობა, რაც მოითხოვდა გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას. პაციენტი სიმძიმის გათვალისწინებით მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. დღეის მდგომარეობით ჩატარებული ანალიზებით, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებით, მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
მეორე პაციენტი – 3 წლის თაია, რომლის მდგომარეობაც შემოსვლისას შეფასდა ნაკლებად მძიმედ, არ საჭიროებდა რეანიმაციულ დეპარტამენტში მკურნალობის გაგრძელებას. შემოსვლისას ყურადღებას იქცევდა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, მუხლის სახსრის ტრავმული დაზიანება.
დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. უგრძელდებათ მონიტორინგი და საჭირო მკურნალობა, – ამბობს ინგოროყვას კლინიკის პედიატირული განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი ბარაბაძე.
რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
პაციენტი ისევ რჩება რეანიმაციაში, ისევ მართვით სუნთქვაზეა. სტაბილურობას ვინარჩუნებთ. დღევანდელი დილის მონაცემებით, მისი მდგომარეობა არის უცვლელი. ბუნებრივია, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მიუხედავად სტაბილიზაციისა, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაინგოროყვას კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელი - ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონას გუშინ, ტემპერატურის ნორმაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაცემა აღენიშნებოდა, დღეს კი სტაბილური ჰემოდინამიკა აქვს, ინტერესდება სათამაშოებით და ხატავს
როგორია ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება - 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
ექიმის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებენ
ინგოროყვას ექიმი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე: 11 წლის ვაჟის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე დამაკმაყოფილებელია 3 წლის გოგონას მდგომარეობაც, ორივე პაციენტი დინამიკაში გაუმჯობესებულად ითვლება
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…