პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი

საქართველოს მთავრობა

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კლინიკაში რჩება, ხოლო დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი, რომელსაც სხეულის 87%-იანი დაზიანება აღენიშნება, მართვით სუნთქვაზეა.

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი
პირველი არხი

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება.

როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე არასრულწლოვანი აქტიური და კონტაქტურია.

„თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილი 11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინკაში შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული მრავლობითი ტრავმული დაზიანებით. კლინიკის ყბა-სახის ქირურგთა მიერ ჩატარდა სახის კონსტრუქციული ოპერაცია. პაციენტის სიმძიმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთავსდა პედიატრიული დეპარტამენტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მეორე პაციენტი, სამი წლის გოგონა კლინიკაში შემოსვლისას შეფასდა, როგორც არამძიმე მდგომარეობით. მოთავსდა პედიატრიულ პალატაში, თავიდანვე გამოხატული იყო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ზემოქმედება. მკურნალობაში თავიდანვე ჩაერთო ექიმთა მულტიპროფილური გუნდი, მეთვალყურეობას უწევს ფსიქოლოგი. დღეის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში – გაუმჯობესებული. ორივე პაციენტი აქტიურია, შემოდის კონტაქტში, ადეკვატურად პასუხობენ კითხვებს“, – აღნიშნა ექიმმა.

ამასთან, უცვლელი რჩება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა. როგორც ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, პაციენტის სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებენ.

„დღეს, დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ ექიმები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებისა. კვლავ მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება სპეციალურ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია. აღენიშნება მთელი სხეულის მასშტაბური, 87 პროცენტი დაზიანება. ასევე სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიინგოროყვას კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელი - ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონას გუშინ, ტემპერატურის ნორმაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაცემა აღენიშნებოდა, დღეს კი სტაბილური ჰემოდინამიკა აქვს, ინტერესდება სათამაშოებით და ხატავს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიროგორია ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
  3. იმედინიუსისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  4. TV პირველიოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება - 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებენ
  6. რუსთავი 2სამთავრობოინგოროყვას ექიმი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე: 11 წლის ვაჟის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე დამაკმაყოფილებელია 3 წლის გოგონას მდგომარეობაც, ორივე პაციენტი დინამიკაში გაუმჯობესებულად ითვლება
  7. ალიაოპოზიციურიქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება – 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები