პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მუსელიანი: მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან

ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების დაცვით შეჰყავთ კორპუსში ნივთების გამოსატანად, განაცხადა ლევან მუსელიანმა.

მუსელიანი: მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან
TV პირველი

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მეხანძრე-მაშველები მუშაობენ - თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მაშველებს ადგილზე მისული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან

მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში. პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას - უსაფრთხოებას მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ,“ - განაცხადა მუსელიანმა.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ფონიჭალაში მომხდარზე - მეხანძრე-მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში" - ლევან მუსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქვემო ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები