პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორ დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

სამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან
TV პირველი

მაშველები ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 2 პირს ამ დრომდე ეძებენ - მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული. მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი.

მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის თაია. ერთ-ერთი ნაპოვნი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სამი წლის ბავშვის დედაა.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო12 საათიანი სამაშველო ოპერაცია ფონიჭალაში - ნანგრევებში 2 ადამიანის ძებნის ოპერაცია გრძელდება
  2. TV პირველიოპოზიციურირა ხდება ბინებში, რომელიც დღეს ჩაინგრა - ახალი კადრები
  3. TV პირველიოპოზიციურინანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ ბავშვს
  4. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები