პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში" - ლევან მუსელიანი

საქართველოს მთავრობა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა; ლევან მუსელიანის განცხადებით, ადგილობრივებს მეხანძრე-მაშველების დახმარებით და უსაფრთხოების დაცვით კორპუსიდან პირადი ნივთები გამოაქვთ.

"მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში" - ლევან მუსელიანი
რუსთავი 2

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე კვლავ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ლევან მუსელიანის თქმით, მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში.

"ამ დრომდე, მეხანძრე-მაშველები რჩებიან ადგილზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში.

რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას, უზრუნველყოფენ მაღალ დონეზე უსაფრთხოების დაცვას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან", - აღნიშნა ლევან მუსელიანმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადგილზე სპეციალისტები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოსახლეობის ნაწილს დღეს ნივთების გამოტანის საშუალება მიეცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ფონიჭალაში მომხდარზე - მეხანძრე-მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან
  2. TV პირველიოპოზიციურიმუსელიანი: მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - პარალელურად, პირადი ნივთების გამოსატანად, უსაფრთხოების ზომების დაცვით შენობაში ადგილობრივები შედიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები