ქვემო ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ
ქვემო ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.

ქვემო ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ - ხალხი ექვსი ადამიანის დაღუპვას გლოვობს.
კორპუსთან ხალხმა სამგლოვიარო კუთხე მოაწყო, სადაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანის კლასელები მივიდნენ და სავი ლენტები და ყვავილები მიიტანეს.
ქვემო ფონიჭალაში ვითარება ამ დრომდე საყურადღებოა - აფეთქებულ შენობასთან რჩებიან მაშველები და ხალხს ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…