საბედისწერო წუთები აფეთქებიდან ნგრევამდე - ადგილობრივების თქმით, ხალხი კონტაქტზე იყო და შველას ითხოვდა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისა და ნგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ადგილობრივების თქმით კი, ჩამონგრევამდე ნანგრევებში მოყოლილები შველას ითხოვდნენ.

საბედისწერო წუთები აფეთქებიდან ნგრევამდე - ქვემო ფონიჭალაში, იქ სადაც ტრაგედია მოხდა, ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ გარდამავალ წუთებში ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხი ყვიროდა და განწირული ხმით შველას ითხოვდა.
ერთ-ერთი ასეთი იყო პირველ სართულზე მცხოვრები ქალი ლალი, რომელმაც იმისთვის, რომ შვილები გადაერჩინა, მათ ფანჯრიდან გადახტომა აიძულა.
ნანგრევებიდან ისმოდა 3 წლის თაიას დედის ხმაც, ისმოდა ბიჭის ხმაც, ისმოდა დედა-შვილის ხმაც, რომლებიც ვერ გადარჩნენ - გუშინ ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს მაშველებმა.
პირველ სართულზე ლალი ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო და მერე ჩამოინგრა. ნინო - თაიას დედაც კონტაქტური იყო. ვიღაც ბიჭის ხმა ისმოდა, ჯაბასი, ალბათ ისიც კონტაქტური იყო. მაშველებიც რომ მოვიდნენ, დაიწყო ნგრევა და სულ ჩამოვარდა ოთახები. ჩვენ გვერდზე ვცხოვრობთ, მოვედით რომ ტანსაცმელი ავიღოთ, სასტუმროში ვართ ამ ეტაპზე.
ბაღის დირექტორი მოთქვამდა ტიროდა, მართლა უსაყვარლესი ბავშვია (თაია) მაგის ერთი დაიკო დაიღუპა. ვინც შუაში იყო და ვინც სახლებში იყო ყველა გარდაიცვალა, თაიას გარდა.
მეორე ოჯახშიც დედა-შვილი დაიღუპა. თავიდან ბავშვი ღიმილით გადმოვიდა, მაგრამ ტაში რომ იყო და ყველა ახმაურდა შეშინებია თაიას და ტირილი დაიწყო", - ამბობენ ადგილობრივები.
გუშინ ღამით 12:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. ამით ქვემო ფონიჭალაშვილი სამძებრო ოპერაცია დასრულდა.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიასამაშველო ოპერაციის ახალი ფოტოები ფონიჭალიდან
12 საათიანი სამაშველო ოპერაცია ფონიჭალაში - ნანგრევებში 2 ადამიანის ძებნის ოპერაცია გრძელდება
რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს ჩაინგრა - ახალი კადრები
ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ეძებენ ბავშვს
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ნანგრევებში ერთ არასრულწლოვანს ეძებენ
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
"თაიას დედა და და დაიღუპა, სხვა ოჯახიდან დედა-შვილი" - რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოიყვანეს
რა ხდება ამ დროისთვის ფონიჭალაში და რას იხსენებენ ტრაგედიის თვითმხილველები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…