პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაია აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე - შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ! პოლიტიკური განცხადებები საქმესთან შემხებლობაში არაა!

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაიამ მოხსნა „ენმ“-ის კითხვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ოსებისა და აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის განცხადებას ეხებოდა, და მხარეს ზედმეტის უფლების არმიცემისკენ მოუწოდა.

რევაზ ნადარაია აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე - შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ! პოლიტიკური განცხადებები საქმესთან შემხებლობაში არაა!
ინტერპრესნიუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვა, რომელიც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული და „აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ” „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, პოლიტიკურად მოტივირებულის მიზეზით, კითხვა-პასუხის რეჟიმიდან მოხსნა.

„ემიჯნებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა მოძებნოს საკუთარ თავში ძალა და უნდა მოუხადოს ბოდიში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს“, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა მოსარჩელე მხარეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ კი კითხვაზე პროტესტი გამოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ კითხვა პოლიტიკურად შეაფასა და მოხსნა.

„ამ შეკითხვამ დიდი დრო რომ არ დაგვაკარგვინოს, ეს შეკითხვა არის მოხსნილი. კარგად დაიწყეთ დღევანდელი სხდომა, ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ. ჩვენ ჩვენს შეფასებებს გავაკეთებთ და ნუ ერევით, რა შეფასებას გააკეთებს სასამართლო. კითხვა მოხსნილია. მოპასუხე მხარეს მოვუწოდებ, რომ კითხვა - პასუხის რეჟიმი გამოიყენოს გონივრულად, რაციონალურად საქმის განხილვის მიზნებიდან გამომდინარე. პოლიტიკური განცხადებები, შეკითხვები, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არ არის და იმ ტიპის შეკითხვები, რაც პოლიტიკოსებმა შეგიძლიათ ერთმანეთს გარეთ ნებისმიერ ფორმატში დაუსვათ, ამ პოლიტიკურ შეკითხვებს აქ ნუ დასვამთ. ნუ დაკარგავთ დროს, თორემ ეს დრო შემდგომში თქვენ შეგეზღუდებათ“, - განაცხადა ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური„ემიჯნებით თუ არა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოიხადოს?" - ბიბილაშვილის კითხვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაზა ბიბილაშვილი მოსამართლე ნადარაიას: ბოდიში უნდა მომიხადოთ, რას ჰქვია გეჩრებით?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები