პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ემიჯნებით თუ არა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოიხადოს?" - ბიბილაშვილის კითხვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის შესახებ განცხადებაზე ხმაური მოჰყვა. არჩილ გორდულაძის პროტესტის შემდეგ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ კითხვა პოლიტიკურად შეაფასა და მოხსნა.

„ემიჯნებით თუ არა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოიხადოს?" - ბიბილაშვილის კითხვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა
TV პირველი

„ემიჯნებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა მოძებნოს საკუთარ თავში ძალა და უნდა მოუხადოს ბოდიში იმ ადამიანების მიმართ, ვინც რაც ჩაიდინეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვიცით“, - აღნიშნული კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა მოსარჩელე მხარეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ კითხვაზე პროტესტი გამოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ კითხვა პოლიტიკურად შეაფასა და მოხსნა.

"შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ!" - უთხრა რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს.

ზაზა ბიბილაშვილი: ეს არის ძალადობის გამომწვევი, როცა ამას გეტყვიან და შენ აღშფროთებული დგახარ ქუჩაში და მერე გეტყვიან რატომ გამოხვედიო.

რევაზ ნადარაია: ამ შეკითხვამ დიდი დრო რომ არ დაგვაკარგვინოს, ეს შეკითხვა არის მოხსნილი. კარგად დაიწყეთ დღევანდელი სხდომა, ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ. ჩვენ ჩვენს შეფასებებს გავაკეთებთ და ნუ ერევით, რა შეფასებას გააკეთებს სასამართლო. კითხვა მოხსნილია. მოპასუხე მხარეს მოვუწოდებ, რომ კითხვა - პასუხის რეჟიმი გამოიყენოს გონივრულად, რაციონალურად საქმის განხილვის მიზნებიდან გამომდინარე. პოლიტიკური განცხადებები, შეკითხვები, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არ არის და იმ ტიპის შეკითხვები, რაც პოლიტიკოსებმა შეგიძლიათ ერთმანეთს გარეთ ნებისმიერ ფორმატში დაუსვათ, ამ პოლიტიკურ შეკითხვებს აქ ნუ დასვამთ. ნუ დაკარგავთ დროს, თორემ ეს დრო შემდგომში თქვენ შეგეზღუდებათ“, - განაცხადა ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე - შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ! პოლიტიკური განცხადებები საქმესთან შემხებლობაში არაა!
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაზა ბიბილაშვილი მოსამართლე ნადარაიას: ბოდიში უნდა მომიხადოთ, რას ჰქვია გეჩრებით?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები