ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან - შალვა პაპუაშვილი
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და სამაშველო ოპერაციაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მაშველს, მედიკოსსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თავდადება და ადამიანური თანადგომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.
ასეთ მძიმე წუთებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.
უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. ძალა და გამძლეობა მათ ოჯახებსა და ახლობლებს," - წერს პაპუაშვილი.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან
შალვა პაპუაშვილი – ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს
შალვა პაპუაშვილი: “მძიმეა სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…